ითიჯი ჯგუფი გთავაზობთ სრულ სერვისს ღონისძიებების ორგანიზების სფეროში - ფურშეტი, ქეითერინგი, ფურშეტის ინვენტარისა და საქორწილო ინვენტარის გაქირავება - ყველაფერი ერთ სივრცეში.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი ზრუნავს თითოეულ დეტალზე - მენიუს დაგეგმვიდან დაწყებული, სივრცის გაფორმებითა და სერვისით დასრულებული. ჩვენს მიზანია, თქვენი ღონისძიება იყოს დახვეწილი, დაუვიწყარი და სრულყოფილად ორგანიზებული.
მოგვანდეთ ღონისძიების ორგანიზების ყველა დეტალი – თქვენ უბრალოდ ისიამოვნეთ შედეგით.
ფურშეტი - ელეგანტური ფორმატი ნებისმიერი ღონისძიებისთვის
ფურშეტი არის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს, რომ ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს კორპორატიული შეხვედრა, პრეზენტაცია, ქორწილი თუ კერძო წვეულება, იყოს გემრიელი, მსუბუქი და ელეგანტურად ორგანიზებული, სადაც ყოველი მომენტი დატოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. ჩვენი გუნდი ზრუნავს ყველაფერზე: მენიუს დაგეგმვიდან და კერძების მომზადებიდან დაწყებული, სერვისითა და სივრცის გაფორმებით დასრულებული.
ითიჯი ჯგუფი დაგეხმარებათ დააორგანიზოთ ფურშეტი, რომელიც შეესაბამება ღონისძიების ფორმატს. ყველა კერძი მზადდება სუფთა გარემოში, HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
რატომ ფურშეტი?
- თავისუფალი და კომფორტული ფორმატი: სტუმრები თავისუფლად გადაადგილდებიან, ურთიერთობენ და ტკბებიან ღონისძიების ატმოსფეროთი.
- დახვეწილი პრეზენტაცია: ვიზუალურად ლამაზი სერვირება და ამაღლებული განწყობა ქმნის შთამბეჭდავ გამოცდილებას.
- მრავალფეროვანი მენიუ: კლასიკური კანაპეები, სნექები, დესერტები და სასმელები - თქვენი გემოვნებისა და თემატიკის მიხედვით.
- პროფესიონალური მომსახურება: გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თითოეული დეტალი იყოს გამართული და სტუმრებისთვის დაუვიწყარი.
იხილეთ მეტი ფურშეტის მენიუს შესახებ
ქეითერინგი - სრულყოფილი მომსახურება თქვენი ღონისძიებისთვის
რა არის ქეითერინგი? ესაა მომსახურება, რომლის დროსაც სტუმრებს აქვთ საშუალება მიირთვან კერძები როგორც ფეხზე დგომით, ასევე მაგიდის გარშემო დამსხდრებს. ქეითერინგის დროს გამოიყენება როგორც ფურშეტი სტილის კანაპეები, ასევე სარესტორნო სტილის კერძები. ქეითერინგი არის იდეალური გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სურს, რომ ყოველი ღონისძიება იყოს გემრიელი, ორგანიზებული და დაუვიწყარი.
ჩვენ ვმუშაობთ როგორც მცირე შეკვეთებზე, ასევე დიდი კორპორატიული ღონისძიებებისთვის.
რატომ ქეითერინგი?
ესაა მომსახურება, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს კორპორატიული შეხვედრა, ქორწილი, დაბადების დღე თუ პრეზენტაცია, გაატაროთ ლამაზ გარემოში და მშვიდად, ზედმეტი ფუსფუსის გარეშე. ქეითერინგის მომსახურების დროს სტუმრებს აქვთ საშუალება მიირთვან კერძები როგორც ფეხზე დგომით, ასევე მაგიდის გარშემო დამსხდრებს.
ჩვენი გუნდი ზრუნავს ყველაფერზე - მენიუს დაგეგმვაზე, კერძების მომზადებაზე, სერვისსა და გაფორმებაზე, რათა თქვენ მხოლოდ შედეგით ისიამოვნოთ.
ითიჯი ჯგუფის ქეითერინგის სერვისით სარგებლობისას თქვენ:
- დაზოგავთ დროს და ენერგიას: აღარ მოგიწევთ კერძების მომზადება ან მომსახურებაზე ზრუნვა. ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც კერძების მომზადებას ასევე ტრანსპორტირებას.
- ისარგებლებთ პროფესიონალური მომსახურებით: გამოცდილი მზარეულები და პერსონალი უზრუნველყოფენ მაღალი დონის მიღებას და მომსახურებას.
- მიიღებთ საუკეთესო გემოს და ხარისხის პროდუქტს: კერძები მზადდება უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვით.
- შეუკვეთავთ თქვენზე მორგებულ მენიუს: შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კერძები, ბიუჯეტისა და გემოვნების შესაბამისად.
- ისიამოვნებთ დახვეწილი პრეზენტაციით: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს ელეგანტური და შთამბეჭდავი.
ინვენტარის გაქირავება
წარმატებული ფურშეტისა თუ ქეითერინგის მთავარი კომპონენტი არა მხოლოდ გემრიელი კერძებია, არამედ შესაბამისი გარემო და ინვენტარი. თქვენი წვეულების სრულყოფისთვის, ჩვენ გთავაზობთ: მაგიდებს, სკამებს, ჭურჭელს, დეკორს და სხვა დეტალებს.
სადღესასწაული ინვენტარის გაქირავება მოიცავს:
- სუფთა, მოვლილ და სტანდარტის შესაბამის ინვენტარს
- ტრანსპორტირებას
- გაწყობა - ალაგების მომსახურებას
 
                                    
                                         
        
            






 
  