ითიჯი ჯგუფი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ინდივიდუალური თუ კორპორატიული ფურშეტის, ქეითერინგის, ფურშეტის ინვენტარისა და საქორწილო ინვენტარის გაქირავებას - ყველაფერი ერთ სივრცეში.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი ზრუნავს თითოეულ დეტალზე - ფურშეტის მენიუს დაგეგმვიდან დაწყებული, სივრცის გაფორმებით და მომსახურებით დასრულებული. ჩვენი მიზანია, თქვენი ღონისძიება იყოს ლამაზად გაფორმებული და სრულყოფილად ორგანიზებული. მოგვანდეთ ღონისძიების ორგანიზების ყველა დეტალი – თქვენ უბრალოდ ისიამოვნეთ შედეგით.
ფურშეტი არის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს, რომ ღონისძიება, იქნება ეს კორპორატიული შეხვედრა, პრეზენტაცია, ქორწილი თუ კერძო წვეულება, იყოს ლამაზად გაფორმებული, გემრიელი კერძების თანხლებით, სადაც ყოველი მომენტი დატოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. ჩვენი გუნდი ზრუნავს ყველაფერზე: ფურშეტის მენიუს დაგეგმვიდან და კერძების მომზადებიდან დაწყებული, მომსახურებითა და სივრცის გაფორმებით დასრულებული.
ითიჯი ჯგუფი დაგეხმარებათ დააორგანიზოთ ფურშეტი, რომელიც შეესაბამება ღონისძიების ფორმატს. ყველა კერძი მზადდება სუფთა გარემოში, HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
იხილეთ მეტი ფურშეტის მენიუს შესახებ
რა არის ქეითერინგი? - ესაა მომსახურება, რომლის დროსაც სტუმრებს აქვთ საშუალება მიირთვან კერძები როგორც ფეხზე დგომით, ასევე მაგიდის გარშემო დამსხდრებმა. ქეითერინგის დროს გამოიყენება როგორც ფურშეტის სტილის კანაპეები, ასევე სარესტორნო სტილის კერძები.
ქეითერინგი იდეალური გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც სურს, რომ კორპორატიული შეხვედრა, ქორწილი, დაბადების დღე თუ პრეზენტაცია ლამაზ გარემოში მშვიდად გაატაროს. ჩვენი გუნდი ზრუნავს ყველაფერზე — მენიუს დაგეგმვაზე, კერძების მომზადებაზე, მომსახურებასა და გაფორმებაზე, რათა თქვენ მხოლოდ შედეგით ისიამოვნოთ.
წარმატებული ფურშეტისა თუ ქეითერინგის მთავარი კომპონენტი არა მხოლოდ გემრიელი კერძებია, არამედ შესაბამისი გარემო და ინვენტარი. თქვენი წვეულების სრულყოფისთვის, ჩვენ გთავაზობთ: მაგიდებს, სკამებს, ჭურჭელს, დეკორს და სხვა დეტალებს