საქ. ხორცის შაშუშული(შეცხელებული) - 6 პორცია
კალმახა სოკოს ჩაშუშული - 6 პორცია
ღორის მწვადი(ადგილზე შეწვით) - 6 პორცია
ქათმის მწვადი(ადგილზე შეწვით) – 6 პორცია
იმერული ხაჭაპური -8 ცალი
საქ.ხორცის ბლინი - 6 პორცია
შემწვარი ქათმის ფილე გურულ პესტოში - 6 პორცია
შემწვარი კალმახი მაყვალის სოუსში - 6 პორცია
საქ. ხორცის და სალათის ფურცლის სალათა 6 პორცია
სალათა ცეზარი - 6 პორცია
კიტრი პამიდორის სალათა ნიგვზით - 6 პორცია
ნიგვზიანი ისპანახი - 6 პორცია
ნიგვზიანი ბადრიჯანი - 6 პორცია
ნიგვზიანი ბულგარული - 6 პორცია
ყველის ასორტი - 6 პორცია
ზეთის ხილი - 6 პორცია
წითელი ხიზილალა კარაქით - 6 პორცია
მწვანე ტყემალი - 6 პორცია
მჭადი - 20 ცალი
შოთის პური - 15 ცალი
შუ - 10 ცალი
შოკოლადის დესერტი - 10 ცალი
ჩიზქეიქი - 10 ცალი
ხუთი სახეობის დაჭრილი ხილი – 6 პორცია
ქეითერინგი თანამედროვე ღონისძიებების განუყოფელი ნაწილია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ ადგილას შექმნათ რესტორნის დონის გარემო. იქნება ეს ბუნების წიაღში დაგეგმილი ქორწილი, ოფისში გამართული წვეულება თუ მასშტაბური კონფერენცია - ითიჯი ჯგუფის გუნდი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სერვისს.
ჩვენ გთავაზობთ სრულ ქეითერინგულ მომსახურებას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საკვების მომზადებასა და ტრანსპორტირებას, არამედ სრული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ჭურჭლით, მაგიდებით, სკამებით თუ სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფასა და პროფესიონალი მიმტანების მომსახურებას. ქეითერინგი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და ჩვენი მიზანია, ეს სერვისი მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ თქვენთვის.
სანდოობა - ჩვენ ვართ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც ზრუნავს თითოეულ დეტალზე და ცდილობს დამკვეთის მოთხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს.
მრავალწლიანი გამოცდილება - საქართველოში 2010 წლიდან ვფუნქციონირებთ. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს 2500-ზე მეტ წარმატებულ ღონისძიებას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
მენიუს მრავალფეროვნება - ჩვენთან შეგიძლიათ დააკომპლექტოთ ნებისმიერი სახის მენიუ: ტრადიციული ქართული სუფრა, ევროპული ვახშამი, ყავის შესვენება (Coffee Break) და ა.შ
სისუფთავე და ხარისხი - ჩვენს სამზარეულოში დანერგილია HACCP-ის სისტემა, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა კერძი მზადდება ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, უახლესი დანადგარებითა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით.
ხშირად გვეკითხებიან, რით განსხვავდება ქეითერინგი და ფურშეტი ერთმანეთისგან. ქეითერინგი (ინგლისური სიტყვიდან "Cater" - მომარაგება/მომსახურება) არის ფართო ცნება და გულისხმობს გასვლით მომსახურებას ნებისმიერ ლოკაციაზე. ის მოიცავს კვების ორგანიზების ყველა ფორმას. მარტივად რომ ვთქვათ: ფურშეტი არის სუფრის ერთ-ერთი ფორმატი (ფეხზე დგომით წახემსება, კოქტეილ საღამო), ხოლო ქეითერინგი მოიცავს როგორც ფურშეტის სტილის მომსხურებას ასევე სარესტორნო სტილის მომსხურებას, რომლის დროსაც მაგიდის გარშემო სხდებიან სტუმრები და პერსონალი მათ მაგიდებთან ემსხურება. ბუფეტის სტილის მომსახურება ასევე ეკუთვნის ქეითერინგს. ეს გახლავთ სასტუმროს ტიპის მომსახურება, რომლის დროსაც სტუმრებისთვის წარმოდგენილია ძირითადად სარესტორნი ტიპის კერძები. მათ შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი და შემდგომ მაგიდასთან გადაინაცვლონ.
ჩვენი მიზანია, ლოკაციის მიუხედავად, თქვენმა სტუმრებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის კერძები და სერვისი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ყველაფერს, რაც საჭიროა სრულყოფილი მასპინძლობისთვის. შეგვიძლია შევადგინოთ თქვენს ლოკაციასა და ღონისძიების ხასიათზე მორგებული მენიუ.
გაეცანით ჩვენს მრავალფეროვან მენიუსა და პირობებს. დაგეგმეთ საუკეთესო ქეითერინგი თბილისში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენს გუნდთან ერთად.